ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ცაგერიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მეუფე სტეფანეს, სავარაუდოდ, თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა. ისინი მიტროპოლიტის ფოტოსაც ავრცელებენ, სადაც ჩანს, რომ ის კლინიკის პალატაშია მოთავსებული.
მანამდე საეკლესიო სიახლენის Facebook-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე სტეფანე კალაიჯაშვილი ცაგერში საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.